ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტოვებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას , ასევ პარტიასაც.
დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ივანიშვილი წერს, რომ თავისი მისია შეასრულა.
“დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.
ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.
სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას”. – წერს ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა.
2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკდან სამოქალაქო სექტორში მიდის. თუმცა 2018 წელს ის ხელმეორედ გახდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.