მნიშვნელოვანი

ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია.

ის დღეს ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ივანიშვილთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პანაშვიდზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

არაერთი მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აღარ იმყოფებოდა.

მისი ადგილმდებარეობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის ამერიკა და სამხრეთ კორეა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button