ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს დაუბრუნდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის ახალ სატელევიზიო პროექტში სექტემბრიდან მიიღებს მონაწილეობას.

მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მიშა ფეიქრიშვილის თქმით ეს იქნება ტელეკომპანიის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებს და წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.

გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button