ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ [Audio/Video]

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ პროექტში.

ჟურნალისტ სალომე ასათიანის შეკითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებაზე გავლენები, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ არც ყოფილი და არც მოქმედი პრემიერები მის რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებდნენ და თუ რაიმე სახის კონტაქტი აქვს მოქმედ ხელილსუფლებასთან განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მოქმედი პრემიერის ინიციტივით ხედება, რაშიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, ერთადერთი მინისტრი ვისთანაც აქტიური შეხება აქვს ეს ეკონომიკის მინისტრია, რადგან ცდილობს, ამ სფეროს დახმარებას.

აუდიო დამკვრელი

ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღრაიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ რჩევის ფორმა ჰქონდა. აქვე განმარტა, რომ ძალით არავინ გადაუყენებია და რომ მისი ძალაუფლება მხოლოდ ხალხია.

აუდიო დამკვრელი

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა რუსეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოდის და განმარტავს, რომ საქართველო დაჟინებით გააგრძელებს მიაღწიოს მიზანს გახდეს ნატოს წევრი. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დადებითად არ გადაწყდება.

აუდიო დამკვრელი

ყოფილმა პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით დღეს სასამართლო თავისუფალია ყოფილი ხელისუფლების ზეწოლისგან და ამის მაგალითად მოყავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროცესი.

აუდიო დამკვრელი

სალომე ასათიანის ინტერVIEW ბიძინა ივანიშვილთან►

მსგავსი პოსტები

Back to top button