მნიშვნელოვანირეგიონი

“კარდენახში, ქელეხში ჩასულ ახალგაზრდას COVID-19 დაუდგინდა” – გურჯაანის მერი

“19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა”, – განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

მისი სიტყვებით, “დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა”.

ხანდამაშვილის თქმით, “პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფლეში ამ კონტაქტების მოძება მიმდინარეობს”.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ კლინიკაში მკურნალობენ ახალგარდას და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ წუთებში კარდენახში მუშაობს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი ჯგუფი.

არჩილ ხანდამაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button