ბილ კლინტონს თეთრ სახლში დაბრუნება სურს
ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდება „თეთრ სახლში“, თუ მისი მეუღლე ჰილარი არჩევნებში გაიმარჯვებს და მასთან ერთად რეზიდენციაში დაბრუნებას შესთავაზებს.
„ჰილარი თუ არჩევნებს მოიგებს, იქ 100% გადავსახლდები, ოღონდ ძალიან თუ შემეხვეწება“ – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ლეთერმანის საღამოს შოუში. კლინტონის ამ განცხადებას, აუდიტორიის სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა.