ბილ მარიმ აბეზარი ფანების ტელეფონები ფანჯრიდან გადაყარა [Video]
ჰოლივუდის მსახიობმა, ბილ მარიმ აბეზარ თაყვანისმცემლებს მობლური ტელეფონების წართმევის გამო ფული შესთავაზა. ინციდენტი კალიფორნიის ერთ-ერთი ბარში მოხდა, როცა აბეზარი ფანები მსახიობს სურათებს უღებდნენ. ინფორმაციას საიტი TMZ ავრცელებს.
საიტზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, როცა მარი სანაპირო ქალაქ კრემელის ბარში ისვენებდა, თაყვანისმცემელთა ფოტოკამერების განათებამ ძალიან გააღიზიანა. მან ფანებს 2 ტელეფონი წაართვა და ფანჯრიდან გადააგდო.
“ფლეშები ბილის შორიახლოს 3 მეტრის დაშორებით ციმციმებდნენ და იგი ისე გაღიზიანდა, რომ მობილურები ფანჯარაში მოისროლა”, – განაცხადა ბარის მეპატრონემ.
პოლიციის ინფორმაციით, ტელეფონების მფლობელებმა ბრალდების წაყენებაზე თავი შეიკავეს და მხოლოდ კომპენსაციას დასჯერდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბილ მარი (ინგლ. Bill Murray; 21 სექტემბერი, 1950, ილინოისი) ამერიკელი მსახიობია. 2003 წელს ფილმში “თარგმანში დაკარგული” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.