საქართველოსიახლეები

“ვფიქრობ, სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა”

ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს და მთლად რომ იყოს ყველაფერი დაწამლული, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა “ფორმულას” განუცხადა.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ შესაძლოა სააღდგომო წირვა სტადიონზე ჩაატარონ.

“მე მაგალითად იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია შორ-შორს განთავსდეს და თავისი დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, — განუცხადა მეუფე ანტონმა “ფორმულას”.

შეგახსენებთ, პანქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

“მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები”, — აცხადებს პატრიარქი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაში
იმყოფება.

კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის.

სამი რეკომენდაცია:

კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.
დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ადამიანები ტაძარში საღამოს 9 საათამდე გადანაწილდებიან და დილის 6 საათის შემდეგ სახლებში წავლენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button