ბიონსეს ახალი კლიპი სოციალური ქსელების ჰიტად იქცა [Video]

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ ახალი კლიპი წარმოადგინა. ვიდეომ, რომელიც მომღერლის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა, 24 საათის განმავლობაში 2,5 ნახვა დააგროვა.
მომღერლის ახალი ექვსწუთიანი ნამუშევარი მისი პირადი ცხოვრების კადრებს ასახავს. კლიპში მონაწილეობენ ბიონსეს მეუღლე Jay Z და მათი პატარა ქალიშვილი.

კომპოზიცია All Night ბიონსეს მეექვსე სტუდიურ ალბომ Lemonade-ში შევიდა, რომლის პრეზენტაცია მიმდინარე წლის აპრილში შედგა.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე R’n’B-მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავეა, რომელსაც 20 Grammy-ის ჯილდო აქვს მოპოვებული. მას 2011 წელს ჟურნალმა Billboard-მა „ათასწლეულის არტისტის“ წოდება მიანიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button