სპორტ-ნიუსისპორტი
ბითაძემ ვირუსი დაამარცხა, თუმცა ჯერ კარანტინში რჩება

ინდიანა პეისერსის ახალბედა ქართველმა შემტევმა გოგა ბითაძემ კორონავირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელდა,თუმცა კვლავ კარანტინშია.
NBA-ს პროტოკოლის მიხედვით,კალათბურთელი პარკეტზე მას შემდეგ გამოდის,რაც 72 საათის განმავლობაში ორჯერ ჩატარებული ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს
შეგახსენებთ, რომ ბითაძეს კოვიდი 2022 წლის 1 იანვრის მატჩის შემდეგ დაუდასტურდა კლუბი ჩიკაგოს ხვდებოდა და ქართველმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.
მას შემდეგ გოგამ რეგულარულ ჩემპიონატში 5 მატჩი გამოტოვა.
ცნობისთვის,გოგა ბითაძე NBA-ში მესამე სეზონს ატარებს და მატჩში საშუალოდ 2,5 ქულას და 2,2 მოხსნას აგროვებს.