სპორტი

ბითაძის კლუბი დამარცხდა,მამუკელაშვილს გუნდმა მოიგო. ქართველებს არ უთამაშიათ

NBA-ს მორიგ ტურში 13 შეხვედრა ჩატარდა.

მათ შორის გოგა ბითაძის ინდიანამ და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკ-მა ითამაშეს.

ქართველები პარკეტზე არ გამოჩენილან.

გოგამ, პეისერსის წინა 2 შეხვედრაში მხოლოდ 3 და 4 წუთი ითამაშა, დენვერ ნაგეთსთან კი მოედანზე არ გამოსულა. ეს მატჩი ნაგეთსის გამარჯვებით 101:98 დასრულდა.

პეისერსი 4 მოგებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე12 ადგილზეა.ეს კი პლეი-ოფის ზონის მიღმა ყოფნას ნიშნავს

მოქმედი ჩემპიონი მილუოკ-ბაქსი ნიუ იორკ ნიქსს შეხვდა და მეტოქე 112:100 დაამარცხა.

უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია,სადაც სანდრო ბაქსის რიგებში არ ჩანს. ბოლო შეხვედრა მან დეტროიტთან ჩაატარა და 6 წუთში 5 ქულა დააგროვა

მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და თავის მორიგ შეხვედრას 13 ნოემბერს სტუმრად ბოსტონ სელტიქსთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button