სპორტი

ბითაძის „პეისერსი“ დამარცხდა… გოგამ 7 წუთში ბევრი რამ მოასწრო

ეროვნულ საკალთბურთო ასოცოაციის მორიგ ტურში ინდიანა „პეისერსი“ ვაშინგტონ „ვიზარდსს“ ესტუმრა და ანგარიშით: 124:132 დამარცხდა.

ამ წაგებით ინდიანამ ორმატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა.

ქართველმა შემტევმა პარკეტზე, 7 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა,1 მოხსნა, 1 დაფარება და 1 პასი მიითვალა. პერსონალური ფოლით მატჩის მსაჯმა ბითაძე სამჯერ „დააჯილდოვა“.

უნდა ითქვას, რომ გოგა ბითაძე შეტევაში თითქმის იდეალური იყო.

„პეისერსში“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო. საბონისმა აქტივში 35 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.

„ინდიანა პეისერსი“ ამოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 24 წაგებით მეცხრე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 1 აპრილს ჩაატარებს. „პეისერსი“ შინ, „მაიამი ჰიტს“ მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button