მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით,, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
კამათი ერთმანეთთან მეზობლებს მოუხდათ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ძმებმა მჭედლიშვილმა, მეზობლის მამაკაცი და მისი შვილი სცემეს, რის შემდეგაც, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა მეზობელი, კახა მჭედლიშვილი, დაჭრა მისი ძმა და საკუთარი შვილი.

დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

რადიო ჰერეთი მკვლელობის ზუსტ მიზეზებსა და დეტალებს ადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button