მნიშვნელოვანირეგიონი

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ლაგოდეხში – რატომ დარჩა მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო

პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარით იზრდება.

პარალელურად იზრდება საჯარო მოხელთა ხელფასებიც. ამ მიზნით მომავალ წელს ჯამში მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 50 ლარით მოუმატებენ ხელფასს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებსაც.

დღეს ლაგოდეხში ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განხილეს. კონკრეტული პრობლემების მოგვარებას მოითხოვა ოპოზიციამ და მოსახლეობამ, თუმცა ადგილობრივთა ნაწილი პროექტის საჯარო განხილვიდან უკმაყოფილო გამოვიდა და ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

მოუსმინეთ დავით ჭაბაშვილის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button