რეგიონისიახლეები

ბიუჯეტის საკრებულოსათვის წარსადგენად, მერიას, ბოლო ვადა 10 დეკემბრამდე აქვს

სიღნაღში ძველი მოწვევის საკრებულოს სხდომის მოწვევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა განიხილოს.

ბიუჯეტის საკრებულოსათვის წარსადგენად, მერიას, ბოლო ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, საჯარო. მოხელეების ხელფასები სიღნაღშიც გაიზრდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ახლადდანიშნულმა მოადგილემ, გაზრდილი სახელფასო ფონდის რაოდენობა და 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ვერ დაასახელა. დავით დურგლიშვილმა მასთან დასმული კითხვების წერილობით მიწოდება მოითხოვა.

სახელფასო ფონდის ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტა ახლადარჩეულმა მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მერია საკითხს, ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს.

” ბიუჯეტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა წარედგინოს საკრებულოს, იქაც კომისიებში იმსჯელონ და ყველაფერი ასე გადაწყდეს. რამდენით გაიზრდება ხელფასები, დამოუკიდებლად ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. არ არის სიმართლე, თითქოს სახელფასო ფონდი, ორ მილიონს შეადგენს. ბიუჯეტი გაზრდილია ერთი მილიონით. ჩვენი პრიორიტეტი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, განათლება, ახალგაზრდობის და კულტურის საკითხებია. ჩვენ გვინდა, კულტურული მიმართულებით, სიღნაღი ახლებურად გამოვაცოცხლოთ”– განაცხადა ბეგიაშვილმა, რადიო ჰერეთთან.
ბიუჯეტსა და თანამდებობრივი სარგოების გაზრდაზე მსჯელობისთვის, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button