მნიშვნელოვანისიახლეები

ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის, ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ კანონის პროექტებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.
დაჩქარებულ განხილვას მხარი მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.

ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ოპოზიცია აპროტესტებს. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო ბრიფინგიც გამართეს და პროცესს საგანგაშო უწოდეს.

იგივე შეფასება აქვს არასამთავრობო სექტორს და თავად ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელობასაც.

ფრაქცია ლელოს წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს, რადგან პარლამენტი მის საფუძვლიან და დეტალურ განხილვას ვერ მოასწრებს.

“ვთქვათ მაშინ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს და ამიტომ უშვებთ სახლში, ამისთვის კი რეფორმას ატარებთ. პარლამენტმა აირჩია და 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა ამ ადამიანს”, – თქვა ნაცვლივილმა.

შემდეგი ბიუროს სხდომა 29 დეკემბერს ჩატარდება.

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის საგანი გახდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, როცა ყველა ახალი წლისათვის ემზადება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად მიღება დამაზიანებელია. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული პაკეტი ცვლილებებს 31 კანონში იწვევს და დაახლოებით 300 გვერდს შეადგენს.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button