კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბიზნესმენი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენმა მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია გამართა.

მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის წლებია დავის საგანია.

მისი თქმით, ყოფილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა და ამჟამინდელმა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ წლების წინ დაიბარა და უთხრა, რომ თუ მებაჟეებს დააჭერინებდა და დანომრილ ფულს მისცემდა, მაშინ მის ცხოვრებას ძაღლი არ დაჰყეფდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაანადგურებდა.

მიქავას თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, რადგან ბიძინას დამსახურებით მოიპოვა თავისუფლება, თუმცა თავისი ქონების ვერ დაბრუნების გამო „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდა.

მანანა მიქავას განცხადებით, ის ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციების გამართვას ისევ განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ორშაბათს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

ცნობისთვის, ე.წ. გულუას პარკის ტერიტორია მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. ვალდებულებაში მას მითითებული ქონდა, რომ აქ 2012 წლამდე აკვაპარკი უნდა აეშნებინა. ბიზნესმენი სასჯელსაც იხდიდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მიქავამ 2013 წელს ზუგდიდის გამგეობას მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ ბიზნესმენს არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, რასაც მას ადგილობრივი ხელისუფლება ედავებოდა. სადაო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაანონსა. მანან მიქავა კი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button