ბიზნესმენი ლაგოდეხიდან: თვითმმართველობა ეკონომიკის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს

ლაგოდეხში მოქმედი ბიზნესმენი, ჯემალ ხაჩიძე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ბიზნესმენმა განუცხადა, „მოქმედი თვითმმართველობა რაიონის ეკონომიკის განვითრების კუთხით არაფერს აკეთებს“.

ის ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა გამგებელს თხოვნით გარკვეული რეკომენდაცია გაეწია ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც სასოფლო – სამეურნეო პროექტებს აფინანსებს, თუმცა უშედეგოდ.

ხაჩიძის თქმით, მან სააგენტოში ოთხი ბიზნეს – პროექტი წარადგინა, მათ შორის თამბაქოს, ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარომს შექმნის შესახებ, თუმცა მისი დაფინანსება არ მოხდა.

ხაჩიძის კრიტიკას არ იზიარებს ლაგოდეხის გამგებელი. კახა ჯამბურია მიიჩნევს, რომ ბიზნეს – სექტორს დღეს განვითარებისთვის საუკეთესო პირობები აქვს. ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევა ამა თუ იმ კერძო ბიზნეს-პროექტის დაფინანსების კუთხით შეუძლებელია.

ჯემალ ხაჩიძე_კახა ჯამბურია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button