მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბიზნესმენი რომლის გამოჩენაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების მიზეზი ხდება

62 წლის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მკვიდრი კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა და ის რომ იგი ადგილობრივ ტაძარში წირვას ესწრება, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განყენებულ სამღვდელოებასა და აქ ჩამოსულ მრევლს შორის არაერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

რაც შეეხება ბიზნესმენ კეკუტიას – იგი ბოლო დღეებში აქტიურად ჩნდება ეპარქიაში. ადგილობრივების თქმით,იგი დიდი ქონების პატრონია. მას აქვს ხუთსართულიანი ვილა სალხინოში,ოჯალეშის ვენახები, მიწის ნაკვეთები და თხილნარი.

მამა დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნეს ინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.

თავად ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია ამბობს რომ არავის ინტერესებით არ მოქმედებს.

„მე საერთოდ დავალებით არ დავდივარ“ – ასე უპასუხა კლიმენტი კეკუტიამ ჟურნალისტებს.

ტაძრის ეზოში განსაკუთრებული შფოთავდა მამა ანანია კალანდიას მეუღლე, რომელმაც რადიო თბილისთან განავხადა,რომ მისი მეუღლე უსაფუძვლოდ განკვეთეს.

“რის გამო შეუჩერეს მამა ანანიას მღვდელმსახურება,რა დააშავა? მას ყველა დაავადება ერთად აქვს…. ტაძარში უშვებენ კლიმენტ კეკუტიას და არ გვიშვებენ ჩვენ, რა შუაშია აქ პოლიტიკა? ეკლესიასთან? კეკუტიას იმდენი ფული აქვს,მთელ ეკლესიას და სოფელს იყიდის… კერძო ინტერესი აქვს,უნდა ხელში ჩაიგდოს სალხინოს რეზიდენცია,ეს ინტერესი აქვს”,-ამბობს მამა ანანია კალანდიას მეუღლე.

კლიმენტი კეკუტიასთან ერთად სალხინოს ტაძარში წირვას ესწრება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button