მნიშვნელოვანისიახლეები

ბიზნესმენი „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა” დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იგივე „ზარალა“, დააკავეს.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, – ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.

ბრალდება ორწლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

უცნობია, სად და რა ვითარებაში დააკავეს ბიზნესმენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button