კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბიზნესმენის მკვლელობის საქმე-ახალი დეტალები

განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ვლადიმერ ვახანიას განზრახ მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი ჩნდება. იგი ბადრი ხუბუაა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, კახა კალანდია, შემთხვევის ადგილზე მისმა კლასელმა ბადრი ხუბუამ მიიყვანა.

ვლადიმერ ვახანიას სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, ბადრი ხუბუამ, მეგობარი განმუხურიდან, ზუგდიდში, ჩიჩუას ქუჩაზე მიიყვანა, თავად კი პოლიციაში გამოცხადდა და სამართალდამცავებს ჩვენება მისცა.

მისი თქმით, მკვლელობას უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა გაიგონა დაპირისპირების ხმა.

“ჩემი ძმის მკვლელი დავჭერი”,-იმეორებდა სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ კახა კალანდია. ეს გარემოება კი აჩენს დამატებით ეჭვს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შურისძიების მსხვერპლია.

რადიო თბილისის ინფორმაციით,კალანდიები ვახანიასთან დაახლოებული პირები იყვნენ.მათ პარტიაც კი შექმნეს 2012 წელს.

რამდენიმე წლის წინ კახა კალანდიას ძმა გვადია კალანდია გარდაიცვალა, მის დაკრძალვას ძმა არ დასწრებია, რადგან ციხეში იჯდა.

ვახანია კალანდიებს ფინანსურად ეხმარებოდა. კახა კალანდია სოხუმიდან დევნილია და იგი ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდა.

კიდევ ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით კი მკვლელობა ბიზნესწილებს უკავშირდება.

დაკავებული 54 წლის კახა კალანდია სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button