სპორტი

ჩემპიონთა ლიგა…მერვედფინალები და სტუმრების გამარჯვება

პირველი მერვედფინალური შეხვედრა მანჩესტერ-სიტიმ გასვლაზე „გლადბახთან“ გამართა და ანგარიშით: 0:2 მოიგო.

გოლები ბერნანდო სილვამ და გაბრიელ ჟეზუშიმ გაიტანეს. ეს კი მათ, განმეორებითი შეხვედრის წინ დიდ უპირატესობას აძლევს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მანჩესტერ-სიტისთვის ეს, ზედიზედ მე-19- ედ მოგებული ოფიციალური მატჩია.

მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტას“ და „რეალის“ დაპირისპირებაა. სამეფო კლუბმა ბერგამოელებს მინიმალური ანგარიშით 0:1 მოუგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე გავიდა. გოლის ავტორი ფერლან მენდია, რომელმაც საჯარიმოს გარე მონაკვეთიდან ზუსტად შეასრულა დარტყმა და გუნდს გასვლაზე გამარჯვება მოუტანა.

„ატალანტა“ 10 კაცით იყო მოედანზე და კაცნაკლულ გუნდს იდეალურად ნამდვილად ვერ ვეთამაშეთ. მიუხედავად ამისა, სტუმრად გავიტანეთ და ახლა შინაც უნდა მოვიგოთ.“- განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრები 16 მარტს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button