მნიშვნელოვანისიახლეები

შიმშილობის მესამე დღე

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში პროტესტი გრძელდება

შიმშილობის მეოთხე დღე – ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში მიმართავენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. აქტივისტების გარდა შიმშილობს პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, რისთვისაც ადგილზე წუხელ დამატებითი კარვები დადგეს.
მოშიმშილეების თქმით, პროტესტი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებამდე არ შეწყდება.

შიმშილობა დამნაშავე ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად სამართლებრივად არალეგიტიმური და კრახისთვის განწირული ნაბიჯია – ამბობენ მმართველ გუნდში.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ოპონენტების გადაწყვეტილებას საკუთარი მხარდამჭერებისა და გუნდის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ხსნიან.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქცია დამარცხებული ბელადის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაიგეგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button