მნიშვნელოვანირეგიონი

” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი პროექტებია ჩაბარებული რომლებსაც რეაბილიტაცია სჭირდება”_ სახელმწიფო აუდიტმა გურჯაანში დარღვევები აღმოაჩინა

” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი პროექტებია ჩაბარებული, რომლებსაც რეაბილიტაცია სჭირდება”- სახელმწიფო აუდიტის სამსახური გურჯაანის მერიის შესახებ

აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტში, მილიონ 203 ათას 400 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

ასევე, აუდიტის ჯგუფის განმარტებით,
2022 წელს შესყიდულია ქალაქ გურჯაანში კოტეხის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ღირებულებით − 183.3 ათასი ლარი, თუმცა გზის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაზიანებულია. ასევე დაზიანებულია საგზაო, განათლების, სპორტისა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

აუდიტმა გამოარკვია, რომ მერიამ 19 ათასი ლარი დახარჯა, დაუსახლებელ ადგილას სკვერის მოსაწყობად. გარდა ამისა, სკვერთან არ არის მისასვლელი გზა.

მთლიანად, მერიამ ჩაიბარა 1,203.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით შეკეთებას.

სახელმწიფო აუდიტი ასკვნის, რომ მერიას არ დაუდგენია ხარვეზების გამომწვევი მიზეზები, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, ან ორგანიზაციები და არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები.

აუდიტი წერს, რომ დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს ყველა ობიექტის მონიტორინგი არ განუხორციელებია, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვა დაზიანებების გამოსწორება.

მსგავსი პოსტები

Back to top button