მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის “ნაყოფიერი მუშაობა”

ამერიკულმა ჟურნალმა “მსოფლიოს მონეტები” წლის კატალოგში აფხაზეთში მოჭრილი მონეტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის მოხსენიებული.

ეს ფაქტი სოხუმში შეაფასეს, როგორც „ნაყოფიერი მუშაობის“ შედეგი. ონლაინგამოცემა “ლაივპრესმა” განმარტებებისთვის აშშ-ში ჟურნალის რედაქციას მიწერა. მათგან პასუხი კი იყო ის, რომ ახალი კატალოგის რვა გვერდში, რომელიც სარეკლამო სივრცეებია, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ თანხა გადაიხადა.

“კორპორაცია F+W Media ყიდის სარეკლამო სივრცეს მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის პრიალა გარეკანის შიდა მხარეს. მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის 2001-2019 წლის მე-13 გამოცემაში, აფხაზეთის ბანკმა შეისყიდა სივრცე 8 გვერდიანი რეკლამისთვის, 2008-2016 წლებში მათ მიერ გამოცემული მონეტების წარმოსაჩენად. ამ რეკლამით ილუსტრირებულ იქნა აფხაზეთის მიერ გამოცემული მონეტების ძალიან მცირე ნაწილი”, – აცხადებს ჟურნალის რედაქცია.

ამასთან დაკავშირებით, “ლაივპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს:

“კომპანიასთან თავიდანვე ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს საელჩოს აშშ-ში, და ეს კომუნიკაცია დღესაც გრძელდება. მათ ჩვენთანაც დაადასტურეს, რომ სარეკლამო ადგილი შეიძინა აფხაზეთის ბანკმა, მაგრამ ახლა ის არის დასადგენი, როგორ იურიდიულ სუბიექტთან გაფორმდა შეთანხმება. მუშაობა ამ საკითხზე გრძელდება“, – თქვეს უწყებაში და აღნიშნეს, რომ მათ მიერ მოპოვებული კატალოგის pdf ფაილს არ ჰქონდა ის სარეკლამო გვერდები, რაც ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნდა.

ამერიკული კატალოგი 1500 გვერდიანი ილუსტრირებული გამოცემაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნების მონეტების და მათი ისტორიის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button