ევროკავშირი აფრიკის ქვეყნებს მილიარდებს გადაუხდის

ევროკავშირი, მიგრანტების შინ დასაბრუნებლად, მზადაა აფრიკის ქვეყნებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. როგორც The Daily Telegraph გვაცნობებს, საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.

ევროკავშირი 1,8 მილიარდი დოლარის განაწილებას ისეთ აფრიკულ ქვეყნეზე გეგმავს, როგორიცაა: ეთიოპია, სუდანი, უგანდა და კენია. სანაცვლოდ, ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ლტოლვილთა ნაწილი უკან უნდა დაიბრუნონ, რომელთა რიცხმა ევროპაში უკვე 800 000 ადამიანს მიაღწია.

ამის გარდა, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო აფრიკელი სპეციალისტებისთვის, მედიკოსებისთვის, ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნას აპირებს.

ბრიტანეთში, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმისთვის ემზადება, აღნიშნულ გეგმას ნეგატიურად შეხვდნენ. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებას ევროკავშირიდან გამოსვლისთვის ხმის მისაცემად მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებული პრობლემა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კრიზისს უთანაბრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button