მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ხვალ განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას.

არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა – მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

“ვფიქრობთ, რომ 3 ოქტომბერს დავიწყოთ განხილვა და ალბათ, ერთ დღეში დავამთავრებთ, ან, შეიძლება, 4 ოქტომბერსაც გაგრძელდეს. საოქმო ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ და როგორც ავტორები, ასევე, პრეზიდენტი და მთავრობა იქნებიან მოწვეული სხდომაზე”, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის მეფე ფილიპეს წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ევროპალია საქართველოს ღონისძიებას ვერ დაესწრება. ამის მიზეზად ის ერთი მხრივ, მთავრობის “დაუსაბუთებელ უარს”, ხოლო მეორე მხრივ იმპიჩმენტის საკითხზე ჩანიშნულ არსებით განხილვას ასახელებს.

ის ამის გამო ბოდიშს იხდის და მეფე ფილიპეს მიმართავს თხოვნით, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადასცეს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის სურვილის შესახებ.

გთავაზობთ წერილს სრულად:

“გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, “ევროპალია საქართველოს” ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას,

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით.

სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად.

იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ “ევროპალია საქართველოს” და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button