მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ჩხოროწყუს საკრებულოში ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს მხოლოდ “ქართული ოცნების”- ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას.
ქვორუმის არსებობის შემდეგ საკრებულოს სხდომა “ნაციონალური მოძრაობისა” და ლელოს წარმომადგენლებმა დატოვეს.
კენჭისყრის შედეგად, სადაც მონაწილეობდა 19 დეპუტატი,ხმები ასე გადანაწილდა: ჯუმბერ იზორიამ მიიღო 12 ხმა. ბათილი იყო 7 ბიულეტინი.
რამდენიმე წუთში, ჯუმბერ იზორიას კანდიდატურის ჩავრდანის შემდეგ კენჭი ეყრება გახარის გუნდის წევრის შოთა წურწუმიას კანდიდატურას.
სულ გამარჯვებისთვის კანდიდატს 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიაას ხმა