აფხაზეთი და რუსეთი ჯარების გაერთიანებულს დაჯგუფებას შექმნიან

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეთანხმებას 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა. ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც იგეგმება.

რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

დაჯგუფების შექმნა “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button