ცხინვალში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრეს

ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ინფორმაციას ოსური ახალი ამბების სააგენტო სააგენტო რესი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქმე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და ე.წ სახელმწიფო სიმბოლოების ვანდალიზმის ფაქტზე აღიძრა.

“ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი ქართველმა მომიტინგეებმა 14 ივლისს განახორციელეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ე.წ. ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა ბანერი საირიგაციო არხიდან ამიღო და თავის ადგილას დააბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button