ყაზბეგში “დარიალჰესი” გაიხსნა

დღეს ყაზბეგში “დარიალჰესი” ოფიციალურად გაიხსნა. “დარიალჰესი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია. მისი მდგრადი სიმძლავრე 108 მეგავატია. მისი საინვესტიციო ღირებულება 125 მილიონი დოლარია. “დარიალჰესი” წლის განმავლობაში გეგმურად ​​510 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას გამოიმუშავებს.

“დარიალჰესი“ არის ყველაზე მძლავრი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ჰიდროელექტროობის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

“ყველას კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროუსაფრთხოება, ამიტომაც ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ საქართველოში ამ მასშტაბის ამ.სიმძლავრის ჰესის მშენებლობა შევძელით. ეს არის ჰიდროელექტროობის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რა სამუშაოები იქნა გაწეული. პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, სრულად იყო დაცული გეოლოგიური ფაქტორები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button