მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო კვლევებს ჩაუტარებენ

ახმეტაში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, კარდიოლოგიურ კვლევებს ჩაუტარებენ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ვეტერანებს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები მოემსახურებიან.
აქცია, კარდიოლოგიური პროფილის, ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიასა და ლაბორატორიულ კვლევებს მოიცავს.

ექიმები, ვეტერანებს, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტთან დადებული მეომრანდუმის საფუძველზე გამოიკვლევენ.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button