შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამინისტროს მტკიცებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი “ექსტაზი” ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,40 გრ ნარკოტიკულ საშუალებაა შეიცავს.

დაკავებული, როგორც გამოძიება ამბობს, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button