მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს

დღეს მიმდინარე აქციას პარლამენტთან, ესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე მოსვლისკენ. მისი აზრით, საზოგადოების ჩართულობა ხელისუფლების შესაჩერებლად არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს.შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად”. – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button