მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტი გამოვლინდა

მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ყალბი დოკუმენტის დამზადებაზე, ავტოსკოლის წარმომადგენელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ფაქტი კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო, C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები.

ავტოსკოლის წარმომადგენელმა, მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში, რეალურად არ განახორციელა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button