მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შეინარჩუნებს თუ არა "ომიკრონის" შემცირებული სტატისტიკა კლების სტაბილურ დინამიკას

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა

📌აჭარა – 378

📌იმერეთი – 601

📌ქვემო ქართლი – 219

📌შიდა ქართლი – 158

📌გურია – 165

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274

📌კახეთი – 245

📌მცხეთა-მთიანეთი – 47

📌სამცხე-ჯავახეთი – 51

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

შეინარჩუნებს თუ არა “ომიკრონის” შემცირებული სტატისტიკა კლების სტაბილურ დინამიკას – ამ კითხვაზე გადამწყვეტი პასუხი ეპიდემიოლოგებს უკვე ხვალისთვის უნდა ჰქონდეთ. როგორც წესი, კვირის განმავლობაში სწორედ სამშაბათია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე.

ამასთან, სპეციალისტები პანდემისათან ბრძოლაში ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვის
მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი “ომიკრონის” ტალღის უკუსვლას ელოდება.

ეპიდემოლოგების ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 425 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ19-ს დღემდე მსოფლიოში 5.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 350 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 68.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 80 მილიონზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 42.8 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button