მეტროსადგურ “წერეთლიდან” მგზავრების ევაკუაცია მოხდა

თბილისის მეტროპოლიტენის ოფიციალური ინფორმაციით,​ მეტროსადგური “წერეთელი” მგზავრებს არ ღებულობს. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, ესკალატორს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ადგილზე მეტროპოლიტენის ჯგუფი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში თქვეს, რომ მეტროსადგურში მაღალი ძაბვის ელექტროსადენს ცეცხლი გაუჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button