მნიშვნელოვანისიახლეები

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, როგორც იქნა, საქართველომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დამსახურებაც არ უნდა დაიკარგოს.

„მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპულ საბჭოს, იმ ინსტიტუციებს, ყველას, ვინც ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში იღებდა და საქართველომ, როგორც იქნა, მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მართლაც, ჩვენ, ქართველი ხალხი, საუკუნეების მანძილზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, როცა ის არსებობდა, ყოველთვის მიისწრაფოდა დასავლეთისკენ და ევროპისკენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ მომენტში ნუ დაგვავიწყდება შეერთებული შტატების როლი, რადგან მათი მხარდაჭერის, მათი ზურგის გარეშე, შავი ზღვის აღმოსავლეთით გადმოსვლა და რუსეთს, როგორც მიაჩნია დღეს, რომ სამხრეთ კავკასია მისი უკანა ეზოა, ასე პოლიტიკურად გამბედავი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად რთული იქნებოდა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღებულია. ევროინტეგრაციის პროცესში კი მომდევნო ეტაპი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაა. ეს იმისთვის, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განაცხადი გააკეთოს. მთავრობამ სამუშაო გეგმა უკვე დაამტკიცა და ევროკომისიაშიც გაგზავნა. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეკომენდაციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და 2024 წლის ბოლოს წევრობაზე, მოლაპარაკებების გასახსნელად განაცხადი გააკეთოს.

რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, პუნქტების შესასრულებლად, მმართველი გუნდი არაფერს გააკეთებს.

“არაფერს არ შეასრულებენ, მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდათ. ამიტომ, ნუ გვექნება ილუზია, რომ ისინი რამეს გააკეთებენ. “ნაციონალური მოძრაობა” და სტრატეგია აღმაშენებელი” გააკეთებს თუ არაა საპარლამენტო მიმართულებით ყველაფერს, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, ცხადია, გააკეთებს.

ფანტასტიკის სფერო და ოცნება არ არის ჩვენი საქმე, ჩვენი საქმეა პრაგმატულად საქმის კეთება. ამიტომ, არ მგონია, რომ “ოცნება” რამეს გააკეთებს,” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, პოლიტიკურმა სპექტრმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” მზადაა 9 დათქმის შესასრულებლად საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთოს

იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვნახეთ, ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ მათ [ხელისუფლებას] თანამშრომლობა სურთ? – არ აპირებენ თანამშრომლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებენ თუ არა ხელისუფლებასთან ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

ამ კონტექსტში ვაშაძემ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ზეიმზე ისაუბრა, სადაც ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს. ვაშაძის თქმით, „ეს იყო სამარცხვინო და ეს იყო „ქართული ოცნების“ სახე, რომ მათ უნდათ გახლიჩო, დაყონ, დააპირისპირონ და არა გააერთიანონ“.

„მე რომ ვიყო მათ [ხელისუფლების] ადგილზე, ყველას დავურეკავდი და ხელს გავუწვდიდი – პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს ვეტყოდი, ერთად დავდგეთ და ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. ასეთი საქართველო დაინახეთ გუშინ? არ აპირებენ თანამშრომლობას. ოპოზიციას კი არა, თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ გუშინ?! მე რომ მესაუბრებით თანამშრომლობაზე, მათი მხრიდან ხომ უნდა დავინახო თანამშრომლობის სურვილი?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია კანდიდატის სტატუსთან მიმართებით“.

„განაცხადი არ შეჰქონდათ, „რუსულ კანონს“ იღებდნენ, იმპიჩმენტიც კი წამოიწყეს – ყველაფერი ეს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. რაც ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, ეს არის ქართველი ხალხის გულწრფელი ნება, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება „ქართული ოცნებისთვის“, უცებ მოირგოს მანტია, რომ გუშინ ჩალის ფასი ჰქონდა კანდიდატის სტატუსს და დღეს ძალიან მაგარია; გუშინ თურმე ომი რომ დაგეწყო, მარტო მაგ შემთხვევაში მოგცემდნენ, დღეს კი მაგარია, რომ მიიღეს. გულწრფელობა ამაში გამოიხატება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ბრძენია. „ქართული ოცნება“ ახალ გველის ტყავს მოირგებს, ესაა მისი სტანდარტი, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში, დაჩქარებული წესით გავატარებთ რეფორმებს და დაჩქარებული წესით გავხდებით ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ულოცავს.

“ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რასაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, რა იქნება მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

“Congratulations to #Ukraine, #Moldova & #Georgia! We welcome this advancement & look forward to supporting the reforms your citizens are demanding. This progress is a sign of what’s to come as you take your rightful place in the #Transatlantic community.” – Chair @SenatorCardin https://t.co/92egVWPkMH

— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) December 15, 2023

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას,” – წერს სენატორი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button