ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელი გივი ჩოხელი, დღეს 85 წლის გახდებოდა

ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელი გივი ჩოხელი, დღეს 85 წლის გახდებოდა.
საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ჩოხელი თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.
აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, გივი ჩოხელი სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე მუშაობდა, 1974 წელს კი, ის თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი გახდა.
თელაველმა ფეხბურთელმა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, 19 მატჩი ჩაატარა.
მან მონაწილეობა მიიღო 1960 წლის ევროპის საფეხბურთო და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩოხელი იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა და იმ დროისათვის, დაცვის სახელგანთქმული ტრიოს ხელმძღვანელად ითვლებოდა.
23 წლის ასაკში, გივი ჩოხელი ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც მან 1960 წლის 10 ივლისს, პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელი, მიხეილ მესხთან და სლავა მეტრეველთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის თასის მფლობელიც გახდა.
დღეს, თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან, ფეხბურთელის ძეგლის მიმდებარედ, ორგანიზაცია, ” ჩემი თელავი” ჩოხელის იუბილეს აღნიშნავს.