მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიმართ ღია მტრულ პოლიტიკას ატარებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს დასავლეთის მოსაწონად.

ლავროვის მტკიცებით, ამის ნათელი მაგალითია, რომ სანდუ ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებაზე ოცნებობს.
„დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის ნატო-ში, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და მზადაა, რუმინეთთან გაერთიანდეს და, ზოგადად, მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, სადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი ცდილობს საკუთარი ზეგავლენის დამყარებას, თუმცა საპასუხოდ ჯერ ვერაფერს იღებს.

ლავროვის განცხადება მოლდოვამ უკვე შეაფასა, როგორც მუქარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვის სიტყვები მათზე, როგორც „შემდეგ უკრაინაზე“ მუქარის რიტორიკაა.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად გამოიყენა კიევის განზრახვა, გახდეს ნატოს წევრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button