მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, გუშინ გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმებას მიუახლოვდნენ, მაგრამ პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას ჯერ კიდევ აქვთ შენიშვნები ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

Reuters-ი წერს, რომ ახალი სანქციების დაწესებას აფერხებს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, უნდა გააადვილოს თუ არა ევროკავშირმა რუსული სასუქის ექსპორტი ევროპული პორტების გავლით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასუქის კომპანიების მფლობელები შავ სიაში შეყვანილი ოლიგარქებიც არიან.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ევროკავშირის შეზღუდვები საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მათი შემსუბუქება საშუალებას მისცემს რუს ოლიგარქებს, რომლებიც ფლობენ სასუქის ბიზნესს, თავიდან აიცილონ ევროკავშირის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის განმარტებით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თავს იტყუებენ, თუ ფიქრობენ, რომ რუსული სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების შერბილება რუსი ოლიგარქები სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებად არ გამოიყენებენ.

აშშ-მ რუსეთის უმდიდრესი ადამიანს ვლადიმირ პოტანინს, მისი ოჯახის წევრებსა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ანდრეი ბელუსოვს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულია ასევე რამდენიმე რუსი გუბერნატორიც.

არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – Interros და Rosban-ს. გარდა ამისა, სანქცირებულია VTB ბანკი და მისი კომპანიები.

შეგახსენებთ რომ ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა, წლის ბოლო სამიტი, რომელზეც უკრაინისთვის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გარშემო და იმაზე იმსჯელებენ, როგორ აღდგეს ომით გაჩანაგებული ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

დაგეგმილი იყო ვიდეო-ხიდის საშუალებით სამიტის მონაწილეებისადმი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა.

ევროკავშირის ლიდერები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას 15 დეკემებრის სამიტზე ანიჭებენ ბლოკის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს.

ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის და მოლდოვის შესახებ მოსალოდნელია ივნისში.
კანადამ გაიწვია ნებართვა, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში არ ხვდებოდა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჟოლისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

ივლისში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობა 10 დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა. მაშინ „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება 20 %-ით შეამცირა. მიზეზად რუსულ საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ Siemens-ის მეორე ტურბინის დაგეგმილი შეკეთება დასახელდა. კიდევ ერთი ტურბინა, რომელიც მანამდე “ჩრდილოეთის ნაკადის” სატუმბად გამოიყენებოდა, კანადაში იყო ჩარჩენილი, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.

17 ივლისს კანადამ გერმანიაში გაგზავნა გარემონტებული გაზის ტურბინა. თუმცა, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ მის მიღებაზე უარი განაცხადა და მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

აგვისტოს ბოლოს რუსულმა კონცერნმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით ნედლეულის მიწოდება შეაჩერა, თუმცა იგი ვადის ამოწურვის შემდეგაც არ აღუდგენია, რაც ზეთის გაჟონვით ახსნა. ევროკავშირმა ეს გამოგონილ მიზეზად მიიჩნია.

“ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მილსადენები მწყობრიდან გამოვიდა სექტემბრის ბოლოს. შემთხვევას გერმანია, დანია და შვედეთი იძიებენ. გერმანიის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ეს დივერსია იყო. გაჟონვის ადგილების დათვალიერების საფუძველზე შვედმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი გახდა აფეთქება.

რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავარიით დაინტერესებული არიან აშშ და მისი მოკავშირეები. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის უკან „ანგლოსაქსების დივერსია“ დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button