მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი 23 ივლისისათვის გადაიდო

მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი 23 ივლისისათვის გადაიდო. პროცესამდე კი, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მაჩალიკაშვილს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.

მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედეა მაჩალიკაშვილი, განმარტავს, რომ დაკავება, მოულოდნელად და უმიზეზოდ მოხდა.

” ის იყო რუსთაველზე, მეგობართან ერთად, სოლიდარობის აქციაზე. მეგობარს თან ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი და მის მოსაძებნად, ცოტა ხნით დატოვა მალხაზი. სწორედ ამ დროს დააკავეს. არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მთელმა საქართველომ უყურა. არც რამე ინციდენტში მიუღია მონაწილეობა, პირიქით, ამბობდა თურმე, ხალხი უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდესო. სასამართლოზე დამტკიცდება, რომ უდანაშაულოა”- განაცხადა მედეა მაჩალიკაშვილმა.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განთავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა:

“მეგობრებო უღრმესი მადლობა ყველას. სანერვიულო არაფერია. გარეთ ვარ უხერხულად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ ამ ჩემი დამატებითი პატარა პრობლემითაც განერვიულეთ. ღმერთი გფარავდეთ”.

მაჩალიკაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე, ყველფერი გაირკვევა, მანამდე კი უფლებადამცველები, საქმის მასალებს გაეცნობიან.

შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილი, 6 ივლისს, რუსთაველზე მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მანამდე კი, 5 ივლისს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, საქართველოს პარლამენტის წინ გაშლილი, მისი კარავი აშალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button