რეგიონი

ოკუპირებულ გალში ორსული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონ სოფელ ჩხორთოლში 38 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ქალი სამი თვის ორსული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავად ქმარი აცხადებს, რომ ქალმა თავი მოიკლა.

ქალის ცხედარი წუხელ სოხუმში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ექსპერტის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება და სიკვდილი გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ქმარმა სავარაუდო სუიციდის თარიღი დაასახელა.

არსებული ინფორმაციით, ქმარი ამჟამად მიმალვაშია. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი ქმრის მხრიდან მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და სახლიდან წასვლის შემთხვევაში კაცი მას მშობლების დახოცვით ემუქრებოდა.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ სავარაუდო მოძალადის ძმა აფხაზურ “სპეცდანიშნულების რაზმში” მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button