ბერაია რომელმაც გასულ წელს რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. განკარგულება დღეს, 5 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი იყო.
ასევე ირაკლი ბერაია, დღემდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე. ამ თანამდებობას იგი 2021 წლის 23 აპრილიდან იკავებდა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ირაკლი ბერაიას დეპუტატის უფლებამოსილება პირველივე პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.
ბერაია ერთ-ერთია 76 დეპუტატიდან, რომელმაც გასულ წელს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის,2023 წლის 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. რომელიც თავდაცვის კომიტეტში მისი მოადგილეა. ოპოზიციამ მისი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა პოსტზე დარჩა.