მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ ვანთაში მცხოვრები თელავის კრიმინალურ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები ლომარ ნუსხელიძე და დავით ღარიბაშვილი თელავის კრიმინალურ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეების უფლებადამცველის, ბადურ გულიაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 6 მაისს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, შალვა შოშიაშვილმა და გელა ხატიაშვილმა, მოქალაქეებს, დაკავების დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელებმა ორი ახალგაზრდა, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და სოფელ წინანდლის სასაფლაოზე გადაყვანის შემდეგ, სასტიკად გაუსწორდნენ.

” ახალგაზრდები ვანთაში იმყოფებოდნენ და ლუდს სვამდნენ. პოლიციელებმა ისინი უკანონოდ დააკავეს, როცა მათთვის ფოტოების გადაღება უნდოდათ, ახალგაზრდებმა უარი უთხრეს. ამის შემდეგ, ისინი წაიყვანეს სოფელ წინანდლის სასაფლაოზე, სცემეს და გადაიყვანეს საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორმა ისინი ვერ მიიღო, რადგან ცემის შემდეგ, ორივე შეუძლოდ იყო. ამიტომ ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ აქვთ დაზიანებები, სახესა და სხეულზე. იზოლატორში წარდგენის შემდეგ, შესაბამისი შეტყობინებები გაკეთდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს პოლიციელების მოქმედების კანონიერებას. ველოდებით, რომ მათ სამსახურებს ჩამოაცილებენ.ახლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ადმინისტრაციულ წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს მოწმეები გამოკითხეს”-განაცხადა გულიაშვილმა.
საქმე ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით მიმდინარეობს.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ უნდა დასრულდეს.
დღევანდელი მდგომარეობით, ლომარ ნუსხელიძე და დავით ღარიბაშვილი წინასწარი დაკავებიდან

განთავისუფლებულები არიან და მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button