მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას შეწყვეტს

“როგორც კი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, ზუგდიდელი მოშიმშილეები შევწყვეტთ შიმშილობას!” -მაია კალანდია

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია კალანდია ავრცელებს.

როდესაც დაკმაყოფილდება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უსაფრთხო გადაყვანა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ზუგდიდელი მოშიმშილეები შევწყვეტთ შიმშილობას!
ვაგრძელებთ ბრძოლას, ივანიშვილის მძევლების, ჩვენი ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის საბოლოო განთავისუფლებამდე! გმადლობთ, ყველას გულშემატკივრობოსთვის, თანადგომისთვის, თითოეული სიტყვისთვის!, – წერს მაია კალანდია Facebook-ზე.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა15 ნოემბერს დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია ახლადარჩეული საკრებულოს წევრია. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. ის 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.

მსგავსი პოსტები

Back to top button