მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა

პორტებიდან პროდუქტის ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, შაბათს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა . დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტში ხანძარი იყო.
დარტყმა მიაყენეს ნავსადგურის ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანი ტერმინალია შავ ზღვაზე.

მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს.
სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა ცნობისთვის უკრაინის პორტები ბლოკირებულია ომის გამო.

“რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ მიცემულ შეთანხმებები და დაპირებებში გუშინ სტამბოლში ხელმოწერილ დოკუმენტში ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმით”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

მისი განცხადებით, ეს პუტინის მიერ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის სახეზე შეფურთხებაა.
საგარეო ხაზს უსვამს შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის შესახებ სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკი და იუჟნი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.
უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა Telegram-ით იტყობინება, რომ ოდესის სავაჭრო ნავსადგურს ესროლეს ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი.“ ორი რაკეტა მიზანს მოხვდა, ორი საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ თუ 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ჩაიშლება, „რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მსოფლიო სასურსათო კრიზისის გამო“.

უკრაინის მხარს მიერ გავრცელებული ცნობებით, საჰაერო თავდასხმა მოხდა ასევე ცენტრალური უკრაინის ქალაქ კიროვოგრადზე, სადაც სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი, სარკინიგზო სადგური. ცნობით, სამაშველო სამსახურები ადგილზე არიან. სულ მცირე სამი ადამიანი დაღუპული, არიან დაჭრილები. უკრაინის არმია იტყობინება, რომ ხერსონის რეგიონში კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოიგერიეს შეტევა ანტონოვსკის ხიდზე, რომელიც მდინარე დნეპრზეა გადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button