მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წევრები და პარლამენტარები ჩაერთვებიან

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაიკეთებენ. ვაქცინაციას ისინი ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარებენ.

მიმდინარე კვირაში მთავრობის წევრებთან ერთად ვაქცინაციის პროცესში პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი , „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. “სინოფარმს” ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button