მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში Civid19-ის შემთხვევებმა 100.000-ს გადააჭარბა

გასული დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კოვონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 100 684-ს მიაღიწია.

ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 1 247 შემთხვევა,
  • აჭარაში – 742,
  • იმერეთში – 609,
  • ქვემო ქართლში – 214,
  • შიდა ქართლში – 197,
  • გურიაში – 157,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319,
  • კახეთში – 150,
  • მცხეთა-მთიანეთში – 96,
  • სამცხე-ჯავახეთში – 63,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა 33 ადამიანი, სულ – 927. გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ჯამში – 81 783.

ბოლო მონაცემებით , მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი

მსგავსი პოსტები

Back to top button