“ბლოგერები კახეთში სამოქალაქო სექტორის ფუნქციასაც შეასრულებენ”

რადიო “ჰერეთის” ახალი პროექტი “რადიო ბლოგი” და მისი მონაწილე ბლოგერები რეგიონში ძლიერი სამოქალაქო სექტორის ფუნქციასაც შეასრულებენ”, – განაცხადა რამაზ სამხარაძემ, რადიო “ჰერეთის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა.
სამხარაძე ფიქრობს, რომ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი შესუსტდა და მას როგორც მედია, ასევე საზოგადოებაც გრძნობს.
– “თვითმმართველობის მონიტორინგს და საზოგადოების სათქმელს ბლოგერები “რადიო ბლოგის” მეშვეობით იტყვიან”.
“ჰერეთის” დამფუძნებლის თქმით, “პროექტი “რადიო ბლოგი” საქართველოს მედია სივრცეში ინოვაციურია”